18 ნოემბერი 2024,   15:54
ვრცლად
მეხანძრეები საყდრისის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის ლიკვიდირებას ცდილობენ

მეხანძრეები საყდრისის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის ლიკვიდირებას ცდილობენ. ბოლნისის მუნიციპალიტეტში, საყდრისის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში "რუსთავი2"-ს განუცხადეს, ამ დროისთვის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადის 4 ჯგუფი მუშაობს და მიმდინარეობს ცეცხლის ლიკვიდაციისთვის საბოლოო სამუშაოები.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, ცეცხლის ახლოს მდებარე ტყის მასივზე და ხის კოტეჯებზე გავრცელება არ მომხდარა. 

დღის ამბები