18 ნოემბერი 2024,   15:57
ვრცლად
რაჭაში ჩამოწოლილი მეწყერი - შესაძლოა მთის აფეთქება გახდეს საჭირო

რაჭაში ჩამოწოლილი მეწყრის გამო შესაძლოა მთის აფეთქება გახდეს საჭირო. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მალხაზ ლომთაძე „რუსთავი 2“-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე გეოლოგების დასკვნას ელოდებიან და ჯერჯერობით მთის აფეთქება არ არის გადაწყვეტილი.

მეწყერის გამო ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 3 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მეწყერმა საავტომობილო გზა ჩახერგა. სოფლებში აბარი, ლიხეთი და ურავი ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დამსვენებლებიც იმყოფებოდნენ. დღეს დილით სოფლებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაც დასჭირდათ, ექიმებმა საკაცე და წამლები მეწყერის მეორე მხარეს ხელით გადაიტანეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ინტენსიური ქვათაცვენა შემთხვევის ადგილზე ჯერ კიდევ გუშინ დაიწყო, ბოლოს კი მიწის მოზრდილი მასა მოწყდა და გზა ჩაკეტა. ადგილზე სამშენებლო ტექნიკა მუშაობს, თუმცა როდის აღდგება საგზაო მიმოსვლა, უცნობია.

ადგილობრივების განცხადებით, გზის ჩახერგვის გამო, თბილისისკენ გადაადგილება შეუძლებელია. მათი თქმით, ქვა-ღორღი მთელი ღამის განმავლობაში ცვიოდა და ამ ეტაპზე გზის მეორე მხარე საერთოდ აღარ ჩანს. 

დღის ამბები