ბოლნისის მუნიციპალიტეტში, საყდრისის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. დაბა კაზრეთში ცეცხლი შუადღისას გაჩნდა და ის ბალახებსა და ეკალბარდებს მოედო. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა, ცეცხლი 6 ჰექტარ ტერიტორიაზე იყო გავრცელებული. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადის 4 ჯგუფი მუშაობდა.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, ცეცხლის ახლოს მდებარე ტყის მასივზე და ხის კოტეჯებზე გავრცელება არ მომხდარა.