18 ნოემბერი 2024,   15:57
ვრცლად
თავდაცვის სამინისტრო ავარიისას ორი სამხედროს დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო. ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთის გზატკეცილზე მოხდა, როდესაც დათხოვნაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები არასამსახურეობრივი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ავტომანქანაში, ასევე დათხოვნაში მყოფი კიდევ ოთხი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა, რომლებიც ამჟამად კლინიკებში არიან გადაყვანილი.

დღის ამბები