18 ნოემბერი 2024,   15:53
ვრცლად
წაღვერის მოსახლეობა შესაძლოა, სასმელი წყლის გარეშე დარჩეს

წაღვერის მოსახლეობა შესაძლოა, სასმელი წყლის გარეშე დარჩეს. ადგილობრივები შიშობენ, რომ ახალი ინვესტორი მათ სასმელი წყლის გარეშე დატოვებს. მათი თქმით, სახლებში სასმელად უვარგისი წყალი მოდის და წაღვერის სამკურნალო წყარო მათთვის სასმელი წყლის ერთადერთი დებეტია.

მოსახლეობის თქმით, ამ წყლის ჩამოსხმასა და გაყიდვას მათთვის უცნობი ბიზნესმენი გეგმავს. ადგილობრივები შიშობენ, რომ, თუ მასზე მილების დაერთება დაიწყება, წყარო დაიკარგება და დამსვენებელთა რაოდენობაც დაიკლებს.

ადგილობრივების თქმით, წაღვერში აბონენტებს წყალი 24- საათიან რეჟიმში მიეწოდება, თუმცა ონკანში ტექნიკური წყალი მოდის და ის სასმელად უვარგისია, ამიტომ თუ წყარო მათთვის ხელმიუწვდომელი გახდება, მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშე დარჩება.

გამგებლის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ ბიზნესმენს ლიცენზია კანონიერად აქვს მოპოვებული. მისივე განცხადებით, დოკუმენტში ასევე წერია, რომ წყარო სარგებლობაში უნდა ჰქონდეს მოსახლეობასაც.

იმ შემთხვევაში, თუ 24 საათის განმავლობაში წყაროდან 30 კუბურ მეტრზე მეტი წყალი არ მოედინება, წაღვერის მოსახლეობას სასმელი წყლის მოხმარება მხოლოდ უკვე რეალიზებული ანუ ჩამოსხმული სახით შეეძლება.

 

დღის ამბები