წესი-ურავის გზა, სადაც მეწყერი ჩამოწვა, უკვე გაწმენდილია. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ლუხუნის ხეობაში მდებარე სოფლებთან დამაკავშირებელი ალტერნატიული გზის შეკეთების სამუშაოები, რაჭაში უკვე მუშაობენ გეოლოგებიც.
შემუშავდება დასკვნა, რომლის საფუძველზე გადაწყდება, თუ რა ფორმით უნდა მოხდეს გზის აღდგენა.
სამ სოფელთან დამაკავშირებელ გზაზე მთის ნაწილი გუშინ ჩამოიშალა.
„საფრთხე ძალიან დიდი არსებობს, ამიტომ ჩვენ აქცენტი გადავიტანეთ ალტერნატიული, შემოვლითი, ურთულესი გზის გაკეთებაზე, რომლის მშენებლობის სამუშაოები დღეს დილით უკვე დაიწყო ორი მიმართულებით,“ - აცხადებენ ადგილობრივ ხელისუფლებაში.