ახალციხეში, სოფელ სხვილისთან, ხანძარია. ცეცხლი მთის ფერდობზე გაჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ რუსთავი2-თან საუბრისას განაცხადა, ცეცხლი, დაახლოებით, 2 ჰექტარ ფართობზე იყო გავრცელებული, თუმცა ამ დროისთვის ის ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ამ დრომდე მუშაობს და მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
როგორც სააგენტოში განაცხადეს, ცეცხლი ხმელ ბალახსა და ბუჩქებს მოედო. ადგილთან ახლოს, სადაც ცეცხლი გაჩნდა, არ მდებარეობს არც დასახლებული პუნქტები და არც სხვა რაიმე ობიექტები, რასაც შეიძლებოდა, ზარალი გამოეწვია.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა არსებობს ვერსია, რომ ის მაღალმა ტემპერატურამ გამოიწვია.