18 ნოემბერი 2024,   15:57
ვრცლად
დახურული კაფეები და ბარები აღმაშენებლის განახლებულ გამზირზე - უცხოელი ინვესტორები მერიისგან პასუხს ელოდებიან

უცხოელი ინვესტორები, რომლებმაც პროტესტის ნიშნად, აღმაშენებლის განახლებულ გამზირზე ბარები და კაფეები დახურა, მერიისგან პასუხს ელოდება.

აღმაშენებლის გამზირზე დილიდან 16 კაფე-ბარი, პროტესტის ნიშნად დაიხურა. მათგან ნაწილის მეპატრონე ქართველია, ნაწილის კი უცხო ქვეყნის მოქალაქე.

რადიკალური გადაწყვეტილება ინვესტორებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც მერიამ მათ საფეხმავლო ქუჩაზე ღია ტერასების დემონტაჟი მოსთხოვა და სოლიდური ჯარიმით დაემუქრა.

კაფეების მფლობელები ამბობენ, რომ მერიის გადაწყვეტილება მათთვის გაუგებარია, რადგან საფეხმავლო ქუჩაზე ღია კეფეების სტუმრები უცხოელი ტურისტები არიან, დღეს დილიდან კი ახალ ტიფლისში მისულ ტურისტებს თითქმის ყველა ობიექტი დახურული ხვდებათ.

ბარების მეპატრონეები ამბობენ, რომ გაფრთხილება მხოლოდ 16-მა ბარმა მიიღო, დანარჩენები კი მუშაობას განაგრძობენ.

ბარების ხელმძღვანელებმა რამდენიმე დღის წინ გაფრთხილება მიიღეს, რომლის თანახმადაც, თუ დღეიდან მეპატრონეები მაგიდებსა და სკამებს ბარის წინ დაალაგებდნენ, 10000-ლარიან ჯარიმას მიიღებდნენ.

თურქი ინვესტორი სერჰან მერანი, რომლმაც დანარჩენი ინვესტორთან ერთად, პროტესტის ნიშნად დაკეტა საკუთარი ბარი, ამბობს, რომ მერიისგან კონკრეტულ პასუხს ითხოვენ, რატომ არ აქვთ მათ საქმიანობის გაგრძელება მაშინ, როდესაც სხვა დანარჩენი ბარები  ჩვეულებრივ აგრძელებენ გარე პერიმეტრზე მუშაობას.

„ჩვენ საქართველოში ბიზნესის გასავითარებლად ჩამოვედით და დიდი ფულიც ჩავდეთ, მაგრამ მუშაობის უფლებას არ გვაძლევენ. გვინდა, ყველას, ქართველებსაც და უცხოელებსაც კარგად მოვემსახუროთ, თუმცა უკვე ორი თვეა, დაკეტილები ვართ. კონკრეტულ პასუხის ვითხოვთ მთავრობისგან, რატომ არ გვაქვს ჩვენ საქმიანობის უფლება, მაშინ, როდესაც სხვები ჩვეულებრივ მუშაობენ,“ - აცხადებს თურქი ინვესტორი სერჰან მერანი.

ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა, რომელიც დღეს აღმაშენებლის გამზირზე იმყოფებოდა, განაცხადა, რომ მიმდინარეობს უნებართვოდ მოწყობილი ღია კაფე-ბარების კონტროლი.

გიორგი ნინიძე ამბობს, რომ ეთნიკური ნიშნით შერჩევის ფაქტი არ მომხდარა.  

„არის გაფრთხილება, მითითება, აქვთ ვადა დარღვევის გამოსასწორებლად,“ - აცხადებს გიორგი ნინიძე.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები