„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჯარისკაცები ხელმისაწვდომი გარემოსათვის“ - ამ სახელწოდების პროექტი ბორჯომში, სოფელ ჩითახევში განხორციელდა. მასში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა რეგიონიდან სამშვიდობო მისიებსა და სხვადასხვა საომარ მოქმედებებში, დაჭრილ-დაშავებულმა 16-მა ჯარისკაცმა.
ჩითახევში მოეწყო ადაპტირებული ბანაკი, ჯარისკაცები ერთი კვირის განმავლობაში ჩართული იყვნენ სპორტულ აქტივობებში.
„ჩვენ კიდევ ერთხელ ძალიან ბევრი გმირი გავიცანით, დღეს სწორედ შეხვედრა იყო ამ გმირებთან, ადამიანებთან, რომლებიც დღესაც, სიცოცხლით სავსედ ცდილობენ, რომ ქვეყანას ემსახურონ,“ - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.