ყაზბეგის საბაჟო-გამშვები პუნქტისკენ მიმავალ საავტომობილო გზაზე საცობია. მანქანების კოლონა თიანეთის გადასახვევიდან იწყება.
მოძრაობას საპატრულო ეკიპაჟები არეგულირებენ და ხდება მგზავრთა ნაკადების პერიოდულად გაშვება.
როგორც ცნობილია, ყაზბეგის საბაჟო-გამშვებმა პუნქტმა მუშაობა დროებით შეწყვიტა. მიზეზად მეტეოროლოგიური პირობები დაასახელეს.
დარიალის ხეობაში ღვარცოფული პროცესებია გააქტიურებული.