18 ნოემბერი 2024,   15:33
ვრცლად
დარიალის ხეობაში სტაბილური ვითარებაა - ღვარცოფის საფრთხე ამ დროისთვის არ არსებობს

დარიალის ხეობაში ვითარება სტაბილურია და ამ დროისთვის, ღვარცოფის საფრთხე აღარ არსებობს. სპეციალისტების შეფასებით, წყლის დონემ დაიკლო, თუმცა გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ადგილზე რჩებიან და გართულების შემთხვევაში, შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.

ხეობაში გზა გახსნილია, სპეციალური რეჟიმი გაუქმდა, თუმცა ხეობის გეოგრაფიიდან გამომდინარე, ოქტომბრის ბოლომდე ღვარცოფის თეორიული საშიშროება რჩება.

შემოსავლების სამსახურის აპარატის უფროსი, ხატია მოისწრაფიშვილი აცხადებს, რომ ამ დროისთვის, ხეობაში მიმოსვლაც აღდგენილია.

„დღეს დილით, 6 საათზე, როგორც იყო გამოცხადებული, საბაჟო-გამშვებმა პუნქტმა „ყაზბეგმა“ განაახლა სამუშაო პროცესი, მუშაობს ჩვეულ რეჟიმში, ეს არის 24/7-ზე, როგორც გატარების, ასევე შემოსვლის რეჟიმი არის თავისუფალი, ხორციელდება საბაჟო პროცედურები,“ - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

დღის ამბები