18 ნოემბერი 2024,   15:30
ვრცლად
სპეცოპერაციები და ნიღბიანი ადამიანების ალყა არასრულწლოვანების თვალწინ

საქართველოს კრიმინალურმა პოლიციამ და სპეცრაზმის წევრებმა დღეს 2 სპეცოპერაცია ქალაქის ორ სხვადასხვა ბოლოში ჩაატარეს.

ერთი პირი დედაქალაქის გასასვლელში, კარფურის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. როგორც ახლობლები ყვებიან, აბასგულ ჰუსეინოვი ოჯახთან ერთად დასასვენებლად იყო წასული.

სპეცოპერაციის დროს, ბრალდებული, მეუღლესთან და 3 მცირეწლოვან შვილთან ერთად, მანქანაში იჯდა. ბავშვებს რამდენიმე საათის განმავლობაში მანქანიდან გადმოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ.

აბასგულ ჰუსეინოვის ბიძაშვილი მოგვიანებით ქვემო ფონიჭალაში დააკავეს. სპეცოპერაცია ამჯერადაც არასრულწლოვნების თვალწინ მიმდინარეობდა.

ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სამართალდამცველებს, დიდხნიანი ჩხრეკის მიუხედავად, სახლში არაფერი აღმოუჩენიათ.

ახლობლების თქმით, დაკავებული ბიძაშვილები არა ნარკორეალიზატორები, არამედ ნარკომომხმარებლები არიან და ამ ბრალდებით გაასამართლეს კიდეც. ორივე მათგანი 8000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები