18 ნოემბერი 2024,   15:34
ვრცლად
რკინიგზის თანამშრომლები შიმშილობას აგრძელებენ - დეპარტამენტი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ აფრთხილებს

საქართველოს რკინიგზის  დეპარტამენტის შენობასთან თანამშრომლების აქცია ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს კარვების დადგმის საშუალება არ მისცეს და სიტუაცია დაიძაბა.

გურჯაანის რკინიგზის 2 თანამშრომლები მათთვის სამუშაო ადგილის შეცვლას აპროტესტებს. მათი თქმით, დეპარტამენტი მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას არ გეგმავს. თანამშრომლების თავდაპირველ სამუშაო ადგილზე დაბრუნებას მოითხოვენ. მათ დღეს შიმშილობაც დაიწყეს და პროტესტის ამ ფორმის შეწყვეტას მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ.

მათ მოთხოვნებს რკინიგზის დეპარტამენტში წერილობით უპასუხეს. დოკუმენტის მიხედვით, თანამშრომლებმა ცვლილებების შესახებ წინასწარ იცოდნენ.

დეპარტამენტი მოშიმშილეებს ახალი აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ და საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტს მოშიმშილეების მოთხოვნების დაკმაყოფილებისკენ მოუწოდებენ რკინიგზელთა პროფესიული კავშირის წევრები.

რკინიგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა მათ ხელმოწერილი ვალდებულების შესრულებისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სამსახურიდან გაათავისუფლებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები