18 ნოემბერი 2024,   15:31
ვრცლად
წელიწადში სამ მილიონ ლარზე მეტი ხელფასებსა და დანამატებზე - ოპოზიცია კრიზისების მართვის საბჭოს გაუქმებაზე მიუთითებს 

კრიზისებისა და უსაფრთხოების მართვის საბჭოს შენახვა მოსახლეობას ერთ წელიწადში სამ მილიონ ლარზე მეტი უჯდება. თანხა ძირითადად ხელფასებს ხმარდება.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაარკვიეს, რომ მინდია ჯანელიძის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა, რომლებს შორისაც მოქმედი ხელისუფლების არაერთი ყოფილი მაღალჩინოსანია, სოლიდური ანაზღაურება მიიღეს.

2014 წლიდან საბჭოს მინდია ჯანელიძე ხელმძღვანელობს. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ხელფასი 3200 ლარი. ხელფასთან ერთად, ჯანელიძე, ყოველთვიურად გაცილებით მეტს დანამატის სახით იღებს, 4760 ლარს. ანუ ჯამში 8000 ლარს. შედეგად ირკვევა, რომ მხოლოდ მინდია ჯანელიძის ანაზღაურება ბიუჯეტს წლიურად 95 ათასამდე ლარი უჯდება. ხელფასზე მეტი რაოდენობის დანამატებს იღეს საბჭოს მდივნის ყველა მოადგილე.

მათ შორის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ლექსო ჭიკაიძე, რომელსაც თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეების, ლევან ღირსიაშვილის და კახა ოქროჯანაშვილის, მსგავსად, ყოველთვიურად ხელფასის და დანამატის სახით 6 ათასი ლარი ერიცხება. მათი წლიური ანაზღაურება მხოლოდ 1 წელში 71 700 ლარია. 72 ათასი ლარია წელიწადში მინდია ჯანელიძის პირველი მოადგილის, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის, გიორგი ზედელაშვილის, შემოსავალიც.

ხარჯებს კრიზისების მართვის საბჭოს საქმიანობის შედეგებთან შეუსაბამოდ მიიჩნევენ ოპოზიციაში. პოლიტიკური პარტიებში დარწმუნებულები არიან, რომ უწყება უნდა გაუქმდეს, თუმცა საპირისპირო პოზიცია აქვს მმართველ გუნდს.

სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, რომ კრიზისების საბჭოს იდეამ, რომელიც თავის დროზე ქართული ოცნების ხელისუფლებამ პრეზიდენტის ინსტიტუტთან დასაპირისპირებლად და უშიშროების საბჭოს ალტერნატივად შექმნა, არ გაამართლა.

დღის ამბები