18 ნოემბერი 2024,   16:20
ვრცლად
საკმაოდ კრიტიკული ხელისუფლების მიმართ - სამოქალაქო სექტორი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს აფასებს 

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს, რომელიც საქართველოში რელიგიის თავისუფლების საკითხს ეხება, აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. სამოქალაქო სექტორში ამბობენ, რომ დასკვნა კრიტიკულია და მასში ყველა იმ ფაქტზეა ყურადღება გამახვილებული, რაც კანონმდებლობაში არსებული ხარვეზებიდან მომდინარეობს.

„პრობლემურია სახელმწიფოს არათანმიმდევრული პოლიტიკა, ის არ ახდენს სათანადო რეაგირებას ძალადობით მოტივირებულ დანაშაულზე და ასევე არ იძიებს იმ საქმეებს, რასაც შეიძლება საზოგადოებაში უფრო მეტი სიძულვილის გაღვივება მოჰყვეს და ძალადობრივი ქმედებები. ეს გარკვეულწილად არის პრობლემა, იმიტომ, რომ უკავშირდება ქვეყნის უსაფრთხოებას,“ - განაცხადა "მედიის განვითარების ფონდის" გამგეობის თავმჯდომარემ თამარ კინწურაშვილმა.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა განცხადებით, ანგარიშში მოყვანილი კონკრეტული საქმეები ადასტურებს, რომ რელიგიის თავისუფლების კუთხით საქართველოში სერიოზული პრობლემებია. არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებას ურჩევენ.

„ანგარიში საკმაოდ კრიტიკულია ხელისუფლების და იმ ფაქტების მიმართ, რომელიც დღემდე არ გამოსწორებულა. მოხეში მომხდარი ფაქტები, პოლიციის ძალის გადამეტების ფაქტები, საკულტო ნაგებობების მშენებლობა დღემდე პრობლემას წარმოადგენს. პირველ რიგში, არ მოგვარებულა ბათუმში არსებული პრობლემა გადატვირთულობასთან დაკავშირებით. სახელმწიფოს არცერთი მისი დაპირება არ შეუსრულებია,“ - აცხადებს „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი მარიამ ბეგაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები