შიმშილობის მეორე დღე. რკინიგზის გურჯაანის თანამშრომელთა პროტესტი გრძელდება. მოშიმშილეებმა მთელი ღამე საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის შენობასთან გაატარეს. პროფესიოული კავშირების წარმომადგენლებტან ერთად, აქციის მონაწილეებმა კარვის გაშლაც სცადეს, თუმცა, პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.
გურჯაანის რკინიგზის გაფიცული თანამშრომლების განცხადებით, ისინი მოლაპარაკებებისთვის მზად არიან და რკინიგზის ადმინისტრაციისგან კონკრეტულ წინადადებებს დღეს ელოდებიან.