18 ნოემბერი 2024,   16:22
ვრცლად
განადგურებული მოსავალი - ენმ გლეხებისთვის ზარალის ანაზღაურებას ითხოვს

სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში განადგურებული მოსავლისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს ნაციონალური მოძრაობა.

გიორგი ბოტკოველი ხელისუფლებას ზიანის დამთვლელი კომისიის შექმნის და სარეზერვო ფონდიდან გლეხებისთვის თანხის გამოყოფის ინიციატივით მიმართავს.

პარტიაში აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ 10 მილიონი ლარი არასწორად დახარჯა და მოსავალი არაეფექტური წამლით შეწამლა. ოპოზიციური პარტიის წევრების თქმით, ადგილობრივები შემოსავლის გარეშე და საბანკო ვალდებულებების ამარა დარჩნენ.

„მთავრობა ვალდებულია, გამოყოს სარეზერვო ფონდიდან თანხები, რათა მოხდეს ზიანის ანაზღაურება აღნიშნული გლეხებისთვის, რომ მათ წლის განმავლობაში მიეცეთ საშულება, ელემენტარული, არჩინონ საკუთარი ოჯახი,“ - აცხადებს გიორგი ბოტკოველი.

დღის ამბები