18 ნოემბერი 2024,   16:32
ვრცლად
თბილისში, მთაწმინდაზე, მკვლელობა მოხდა

თბილისში, მთაწმინდაზე, ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა ჭონქაძის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. ტერიტორიაზე ექსპერტ-კრიმინალისტები უკვე მუშაობენ და მიმდინარეობს საგამოძიები მოქმედებები.

გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია 45 წლის მამაკაცი, რომელიც ახლოს მდებარე სკვერში იმყოფებოდა.

წინასწარი ინფორმაციით, გასროლა განახორციელა მამაკაცმა, რომელიც ჭონქაძის ქუჩაზე ე.წ. ჩაფხუტით გადაადგილდებოდა.

გავრცელებული ცნობით, შსს-ს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით არავინ დაუკავებია.

 რაც შეეხება გარდაცვლილს, ის მრავლობით ჭრილობებით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ჭონქაძის ქუჩის მაცხოვრებელი იყო.

როგორც შსს-ში რუსთავი2-თან საუბრისას აცხადებენ, გამოძიება ორი მუხლით - სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს.

დღის ამბები