22 წლის ახალგაზრდას, ლევან მამაგეიშვილს, რომელსაც თან დიდი ოდენობით ნაღდი ფული ჰქონდა, უკვე მეხუთე დღეა, ვერ პოულობენ. ახალგაზრდა თბილისის ცენტრიდან გაუჩინარდა და მისი კვალი ავტოსადგურ ოკრიბას ტერიტორიიდან იკარგება.
ახალგაზრდა მამაკაცი, დასთან ერთად, ქუთაისიდან თბილისში 5 დღის წინ ავტომობილის საყიდლად ჩამოვიდა. მას თან 23 ათასი ამერიკული დოლარი ჰქონდა. მამაკაცი ბოლოს სასაუზმეში დასთან ერთად იმყოფებოდა სადაც სადილი შეუკვეთა, საპირფარეშოში გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ, ოჯახმა დაკარგული მამაკაცის კვალს ვერსად მიაგნო.
მამაგეიშვილის და, ნათია მამაგეიშვილი, დარწმუნებულია, რომ მისი ძმის დაკარგვა იმ თანხას უკავშირდება, რომელიც თან ჰქონდა.
ოჯახი დახმარებას ითხოვს და შინაგან საქმეთა სამინიტროს შვილის ადგილსამყოფელის დროულად დადგენას სთხოვს. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციაში განცხადება ორი დღის წინ შევიდა, გამოძიება ჯერ დაწყებული არ არის.