ენერგეტიკის სამინისტროში ბიომასის ენერგიის გამოყენების შესაძლებლობების საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. საქართველოში არსებულ რესურსებთან დაკავშირებით, ენერგეტიკის და სოფლის მეურნეობის მინისტრებთან ერთად, სხვადასხვა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მსჯელობენ.
საუბარია საქართველოში არსებული მყარი ნარჩენების დიდ რაოდენობაზე, რომლითაც შესაძლებელია ბიოსაწვავის წარმოება, რომლისთვისაც უნდა დაინერგოს ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიები.
„გარდა ჰიდროს, ქარის და მზის რესურსებისა, საქართველო არის ძალიან მდიდარი ბიო მასის რესურსებით და ჩვენი ქვეყნის 40% დაფარულია ტყეებით. ჩვენ საშუალება გვექნება სწორი მენეჯმენტის პირობებში, ეს ბიო მასა მივიტანოთ საბოლოო მომხმარებლამდე და ამ ბიო მასით მოხდეს ჩანაცვლება გაზის საწარმოებში და ასევე მოხდეს ბიო მასის გამოყენება გათბობისთვის და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საქმიანობისთვის მაღალმთიან რეგიონებში,“ - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა.