18 ნოემბერი 2024,   15:34
ვრცლად
დაკითხვა დასრულებულია - თამარ მეარაყიშვილი ახალგორში, საკუთარ სახლში იმყოფება 

ამ წუთებში საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული თამარ მეარაყიშვილის დაკითხვა დასრულებულია და ის ახალგორში, საკუთარ სახლში იმყოფება. ახალგორის მილიციამ, ის რამდენჯერმე დაკითხა. დაკავებულის სახლს, საოკუპაციო რეჟიმის სამართალდამცველები რამდენიმე საათის განმავლობაში ჩხრეკდნენ.

სავარაუდოდ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მილიცია, მის სახლში ექსტრემისტულ ლიტერატურას ეძებდა.

ახალგორში მცხოვრები, სამოქალაქო აქტივისტი და "ნეტგაზეთის" ფრილანსერი ჟურნალისტი, საოკუპაციო რეჟიმის პროკურატურის წარმომადგენლებმა გუშინ დააკავეს.

დაკავების მომენტში, მან მედიისთვის სატელეფონო ინტერვიუს მიცემა მოასწრო, სადაც ყვებოდა, რომ მას საოკუპაციო რეჟიმი, ყოველგვარი ახსნა განმარტების და ორდერის გარეშე აკავებდა. თამარ მეარაყიშვილი ის ჟურნალისტია, რომელმაც 2008 წლის აგვისტოში, საომარი მოქმედებების დაწყების შესახებ, ინფორმაცია პირველმა გაავრცელა.

დღის ამბები