18 ნოემბერი 2024,   15:29
ვრცლად
აფეთქება ოკაცეს კანიონთან - ცეცხლი რუსი ტურისტების ავტომობილს გაუჩნდა

აფეთქება ოკაცეს კანიონთან. ცეცხლი რუსი ტურისტების ავტომობილს მოეკიდა, რის შემდეგაც მანქანა აფეთქდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ტურისტებმა ავტომობილიდან გადმოსვლა მოასწრეს, ფოტოები შემთხვევის ადგილიდან "რუსთავი 2"-ს თვითმხილველებმა მიაწოდეს.

მათი ინფორმაციით, სოფელ გორდაში მისულ სახანძროს წყალი დაუმთავრდა და ხანძრის დროული ლიკვიდაცია ვერ შეძლო. ამ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სააგენტოში არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები დროულად მივიდნენ და ცეცხლი ოპერატიულად ჩააქრეს.

ცეცხლის გაჩენის მიზეზი, სავარაუდოდ, გაუმრთავი ელექტროობა იყო. მანქანა მთლიანად დაიწვა. ადგილზე 1 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული. მეხანძრეებმა ცეცხლი უკვე ჩააქრეს.

დღის ამბები