კურიერში გასული სიუჟეტის შემდეგ, კომენტარს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი, აკეთებს. ის ადასტურებს, რომ თბილის ცენტრში მდებარე სავაჭრო ობიექტის მფლობელია და კომპანია დივაინთან დაკავშირებულ დავას მთავარი პროკურატურა იძიებს.
შეგახსენებთ, რომ მეუფე ანტონის ბიზნესპარტნიორები მიტროპოლიტს თაღლითობასა და 45 ათასი ლარის მითვისებაში ადანაშაულებენ.
წმინდა სინოდის წევრის განცხადებით, კომპანია დივაინის დაფუძნებაში მას 38 ათასი ლარი აქვს ჩადებული, ხოლო ბიზნესპარტნიორებს - არაფერი. მეუფე ანტონის თქმით, კომპანიის არცერთი მიმწოდებლის ვალი გასტუმრებული არ არის.
„2 წლის მანძილზე იქ იყო გარკვეული ბრუნი. მოგება იყო მარტო 200 000-ზე მეტი. არცერთი მიმწოდებელი გასტუმრებული არ არის. 2 წელიწადია, მათ გარდა არავინ არ ყოფილა ამ მაღაზიაში.
„ის ინვენტარი, ის, რაც იმ მაღაზიაში რემონტია, ვინ გააკეთა? და რამდენი შეიტანეს მათ? რამდენი შეიტანა ჩემი სახით, ეს ყველაფერი იციან,“ - აცხადებს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი.
დაპირისპირებული მხარეების შესახებ სიუჟეტს კურიერი 21:00 საათზე შემოგთავაზებთ.