გაზგასამართი სადგურის აფეთქების შედეგად დაზარალებული მოსახლეობა სადგურის მეპატრონის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას და კომპენსაციების გაცემას მოითხოვენ.
დაზარალებულების მოთხოვნას იზიარებენ ნაციონალური მოძრაობის წევრები. ოპოზიცია ხელისუფლებას მოსახელობის ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს.
„ამას სჭირდება დაუყოვნებლივ საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ოთხივე ოჯახს... ჩვენ მზად ვართ, სრული სამართლებრივი მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ამ ოჯახებს და ვიზრუნოთ მათი უფლებების დასაცავად,“ - აცხადებს ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს წევრი, მირდატ ქამადაძე.
ადგილობრივებისთვის საცხოვრებელი ფართით დასაკმაყოფილებლად მზადყოფნას გამოთქვამს ბათუმის მერიაც.
ძლიერი აფეთქება ბათუმში გუშინ მოხდა, რის გამოც 3 ადამიანი დაშავდა, რამდენიმე ოჯახი კი უსახლკაროდ დარჩა.