18 ნოემბერი 2024,   15:57
ვრცლად
შიმშილობა გრძელდება - რკინიგზელების აქცია რამდენიმე წუთის წინ დაიწყო

საქართველოს რკინიგზის მთავარ ოფისთან რკინიგზელების აქცია რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.  

შიმშილობის მესამე დღესაც გურჯაანის რკინიგზის თანამშრომლებმა დეპარტამენტთან შეთანხმებას ვერ შეძლეს. ისინი ამბობენ, რომ შიმშილობას იქამდე გააგრძელებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

აქციის მონაწილეებმა ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი მოთხოვნა გააჟღერეს, რაც რკინიგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მხრიდან თანამდებობის დატოვების მოთხოვნას გულისხმობს.

მოშიმშილეებს აქციაზე პროფკავშირების ცენტრალური ოფისის წარმომადგენლები, ასევე ყოფილი რკინიგზები შეურთდნენ. ის ადამიანები, რომლებიც რკინიგზის დეპარტამენტმა ბოლო პერიოდში სამსახურიდან გაათავისუფლა.

გარდა ამისა, დღეს აქციაზე არ იმყოფება ადამიანი, რომელიც ორი დღის განმავლობაში შიმშილობდა.

ვახტანგ ცისკარიშვილმა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, აქცია დატოვა, თუმცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ მასზე ზეწოლა განხორციელდა. 

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების პრეზიდენტი, ვიტალი გიორგაძე, ამბობს, რომ ვახტანგ ცისკარიშვილის მოშიმშილის ძმის ოჯახზე ზეწოლა განხორციელდა, რაც სამსახურიდან დათხოვნის მუქარით გამოიხატებოდა და მას მოსთხოვეს, სამსახურში დაბრუნების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა. 

ამ წუთებში შიმშილს მხოლოდ ერთი რკინიგზელი განაგრძობს.

რკინიგზელის ბრალდებებს ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა რკინიგზელთა ადმინისტრაცია, სადაც აცხადებენ, რომ პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, არის მართული. 

 

 

დღის ამბები