18 ნოემბერი 2024,   15:55
ვრცლად
სავარაუდო ფინანსური დანაშაული - GEM FEST-ის ორგანიზატორი საგამოძიებო უწყებაში ხვალ მივა

ფესტივალის GEM FEST -ის მიმდინარეობისას სავარაუდო ფინანსურ დანაშაულზე გამოძიება დაიწყო. მუსიკალური ფესტივალის ორგანიზებისას შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით, ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მოკვლევა უკვე დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, ამოღებულია დოკუმენტაცია და იკითხებიან მოწმეები. ფესტივალის ორგანიზატორი, გიორგი სიგუა უცხოეთიდან თბილისში, GEM FEST-ზე დახარჯული თანხებით სამართალდამცველების დაინტერესების შემდეგ დაბრუნდა.

ფესტივალის ორგანიზატორი აცხადებს, რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი მილიონ 900 ათასი ლარი მთლიანად მუსიკოსების ჰონორარებს მოხმარდა, რაც დოკუმენტებშიც გამჭვირვალედ არის გაწერილი. მევალეები კი სიგუასგან თანხის დროულად დაფარვას ითხოვენ.

უკავშირდება თუ არა ფესტივალის ორგანიზატორების დავალიანებას ფინანასთა სამინსიტროს მიერ დაწყებული ძიება უცნობია.

ჯერჯერობით გაურკვეველია, ვის მიმართ დაიწყება სისხლის სამართლებრივი დევნა. გიორგი სიგუა საგამოძიებო უწყებაში ხვალ უნდა გამოცხადდეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები