18 ნოემბერი 2024,   15:55
ვრცლად
გრძელდება სამართლებრივი განუკითხაობა - ირინა გაგლოევა ოკუპირებულ ცხინვალში არსებულ ვითარებაზე

ოკუპირებულ ცხინვალში ქართველი აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის დაკავებას ჟურნალისტი ირინა გაგლოევა ეხმაურება. მედიაცენტრ ”ირის” ხელმძღვანელი ფაქტის შეფასებისას "ეხო კავკაზასთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ოკუპირებულ რეგიონში განუკითხაობაა.

გაგლოევას თქმით, ყოველდღიურად უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები და ამის ნათელი დადასტურება თამარ მეარაყიშვილის დაკავებაა.

„ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მაკვირვებს, მითუმეტეს, რომ ვინც ის დააკავა, ყველამ კარგად იცოდა, რომ მეარაყიშვილი რეზონანსული ფიგურაა და მის დაკავებაზე რეაგირებას მოახდენდნენ სხვადასხვა ორგანოები. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ეს პროვოცირებულია. ამ საკითხს უნდა ჩავუღრმავდეთ და სერიოზულად დავფიქრდეთ რა დგას ასეთი ე.წ. დაკავების უკან.

"რატომ უნდა გააკეთო ეს ხმაურიანად და რატომ არ აკეთებენ ამაზე კომენტარს ოფიციალური ორგანოები, რომლებიც მშვენივრად ხედავენ რამხელა რეზონანსი აქვს ამას სოციალურ ქსელებში. ყოველ არჩევნებზე სამართლებრივი სიტუაციის გაუმჯობესებას ველოდებით. დიდი ხანია არსებობს ფაქტები სამართლებრივი განუკითხაობისა ადამიანების მიმართ. ჩვენ აღმოვჩნდით სიტუაციაში, როდესაც საკუთარი თავის დაცვა არ შეგვიძლია. არ გაგვაჩნია ინსტიტუტები, რომლებიც ადამიანის უფლებებს დაიცავს.

მიმაჩნია, რომ გრძელდება სამართლებრივი განუკითხაობა ისე, როგორც ეს ადრე იყო და არაფერი იცვლება,“ - განაცხადა მედიაცენტრ ”ირის” ხელმძღვანელმა ირინა გაგლოევამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები