18 ნოემბერი 2024,   15:53
ვრცლად
Walt Disney ობი-ვან კენობის შესახებ ფილმს გადაიღებს

Walt Disney-ის კინოსტუდია "ვარსკვლავური ომების" ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟზე ცალკე ფილმს გადაიღებს. საუბარია ჯედაების ოსტატზე - ობი-ვან კენობიზე. გამოგონილი პერსონაჟი კინო ეკრანებზე პირველად 1977 წლის ფილმში გამოჩნდა.  

ჯორჯ ლუკასის სურათში მას მსახიობი ალეკ გინესი განასახიერებდა. ბოლო ტრილოგიაში კენობის როლს ევან მაკგრეგორი ასრულებდა, თუმცა, ვინ შექმნის ამ პერსონაჟს ახალ სრულმეტრაჟიან ფილმში, ჯერ უცნობია.

გავრცელებული ინფორმაციით, კინოკომპანია ჯერ სცენარისტს ეძებს და მოლაპარაკებებს ბრიტანელ რეჟისორთან აწარმოებს. "უკანასკნელი ჯედაის" პრემიერა დეკემბერშია დაგეგმილი.

დღის ამბები