18 ნოემბერი 2024,   15:33
ვრცლად
შალვა ნათელაშვილმა "სემეკის" შენობაში მჯდომარე აქცია დაიწყო

"ლეიბორისტულმა პარტიამ" სემეკში მჯდომარე აქცია დაიწყო. ადგილზე პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ცოტა ხნის წინ მივიდა და მარეგულირებელი კომისიის წევრები მმართველი გუნდის მარიონეტებად მოიხსენია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ თბილისში დენის ტარიფის შესაძლო გაზრდის საკითხი უნდა განიხილოს და გადაწყვეტილება 150 დღის ვადაში მიიღოს.

"ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენლები კომისიის წევრებს სხდომაზე სატარიფო განაცხადების მიღების საშუალებას არ აძლევდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები