18 ნოემბერი 2024,   15:32
ვრცლად
სხდომა სემეკში პოლიციის დაცვის ქვეშ - „ლეიბორისტული პარტია“ დარბაზიდან ძალით გააძევეს

საქართველოს ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვის შესახებ სხდომა დღეს ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, გიორგი გუგავა და მისი თანამოაზრეები კომისიის წევრებს თელასის, ჰიდრო და თბოელექტროსაგურების განაცხადების დარეგისტრირების საშუალებას არ აძლევდნენ.

იძულებით შესვენებაზე გასულ სხდომაზე, მოგვიანებით, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, გამოჩნდა, რომელმაც მარეგულირებელი კომისიის წევრები ხელისუფლებისა და კერძოდ, ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილისა და კახი კალაძის სურვილების შემსრულებლებად მოიხსენია.

პატრულის სხდომათა დარბაზში გამოძახების მიუხედავად, პარტიის წევრებმა ადგილზე მჯდომარე აქცია წამოიწყეს, რის შემდეგაც პოლიციამ ისინი სემეკის შენობიდან ძალით გაიყვანა.

კომისიის თავმჯდომარის, ირინა მილორავას, განცხადებით, სემეკის წევრები აპოლიტიკურები და ობიექტურები არიან, ხოლო ლეიბორისტული პარტიის მხრიდან გამოთქმული ბრალდებები უსაფუძვლოა. მისი თქმით, პრეტენზიის მქონე ადამიანები მათ გადაწყვეტილებას დასაბუთებული ფორმით უნდა დაუპირისპირდნენ.

4-საათიანი პიკეტირების შემდეგ, სემეკმა სხდომა მხოლოდ ლეიბორისტების გაძევების შემდეგ გააგრძელა და გადაწყვეტილებებიც მიიღო.

კომისიამ წარმოებაში მიიღო კომპანია თელასის, ჰიდროელექტროსადგურებისა დ გარდაბნის თბოელექტროსადგურის სატარიფო განაცხადები.

გაძვირდება თუ არა თბილისში ელექტროენერგის საფასური, ეს 150 დღეში გაირკვევა. სემეკს გადაწყვეტილების მიღების ვადა 31 დეკემბრამდე აქვს.

დღის ამბები