18 ნოემბერი 2024,   15:35
ვრცლად
მიხეილ იაშვილის აღკვეთის ღონისძიებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო მსჯელობას ამ წუთებში იწყებს

დარჩება თუ არა პატიმრობაში ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ იაშვილი ცნობილი დღეს გახდება. ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო მსჯელობას ამ წუთებში იწყებს. 

თუმცა მანამდე, ბრალდებულ მიხეილ იაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პროცესი ცოტა ხნით გადაიდო. მიხეილ იაშვილი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა აუცილებელ.

ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ცოტა ხნსი წინ ის სხდომათა დარბაზში შეიყვანეს.

მიხეილ იაშვილის მეუღლის მტკიცებით, ბრალდებული უდანაშაულოა და მას ჯანმრთელობის მდგომარეობს გამო, წოლითი რეჟიმი ჰქონდა გამოწერილი. გარდა ამისა, ჯულიეტა იაშვილი სამართალდამცველის მხრიდან მუქარაზე საუბრობს.

„იმყოფებოდა სახლში, იციან მეზობლებმა. მას აქვს წოლითი რეჟიმი. გადაადგილება არის შეუძლებელი და სამი საბუთებიც გვაქვს. არის ინვალიდი, ვერ გადაადგილდებოდა. მოტოზე ნამდვილად არ იჯდა. პოლიციის თანამშრომელი დამემუქრა, თუ იმას არ დაწერ, რასაც გეუბნები, მივცემთ 15-დან 20 წელსო. უნდა თქვა, რომ იყო გარეთ გასული. ამ დროს, არ იყო გარეთ. ითანამშრომლე ჩვენთანო. ვერავისთან ვერ ვითანამშრომლებ, რაც იყო სიმართლე, იმას ვამბობ. მომვარდა მე ძნელაძის ცოლი და მომაყენა შეურაცხყოფა,“ - ამბობს იაშვილის მეუღლე.

მიხეილ იაშვილის ადვოკატის, დავით ცინცქალაძის, ინფორმაციით, მიხეილ იაშვილის მკვლელობასთან შემხებლობა არა აქვს. უფლებადამცველის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავების დღიდან შიმშილობს.

„ის ასევე უარს აცხადებს საქართველოს მოქალაქეობაზე. დღეს დილით გადმომეცა პროკურატურიდან ის მტკიცებულებები, რომლებზეც ისინი თავის პოზიციას ამყარებენ. ამ მტკიცებულებებში არის მხოლოდ ერთადერთი მოწმის, გარდაცვლილ კახა ძნელაძის მეუღლის ჩვენება, თითქოს ის იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და დაინახა, როგორ ცეცხლსასროლი იარაღით განახორციელა კახა ძნელაძის მკვლელობა,“ - განაცხადა ადვოკატმა.

პროკურორის თქმით კი, იაშვილის წინააღმდეგ საქმეში არა ერთი მტკიცებულებაა.

 

დღის ამბები