ამ წუთებში ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის სასამართლო სხდომაზე ხმაურია. მოკლული კახა ძნელაძის მეუღლე სასამართლო სხდომაზე მივიდა და ბრალდებულთან მიახლოებას ცდილობდა, რის საშუალებასც მას სამართალდამცველები არ აძლევენ. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებასაც. მან ბრალდებულის ოჯახის წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
იმის გამო, რომ პროცესი უკვე დაწყებულია და მოკლულის მეუღლე სხდომაზე ოფიციალურად არ არის დაბარებული, ის პროცესზე არ შეუშვეს.
სასამართლო მკვლელობაში ბრალდებულისთვის ღონისძიებაზე საქალაქო სასამართლოში მსჯელობას იწყებს.
იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდებული სხდომის დაწყებმადე ორჯერ შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო, პროცესს ექიმებიც ესწრებიან.
ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იაშვილის საქმეზე აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა ორჯერ გადაიდო.