ისნის ბაზრობაზე მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები დამწვარ ტერიტორიაზე შეუშვეს. ისინი რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ დამწვარი სავაჭრო ობიექტების ნახვას შეძლებენ.
მანამდე კი დაზარალებულები ბაზრობის ადმინისტრაციის ხელმღვანელს შეხვდნენ და საკუთარი მოთხოვნები გააცნეს.
დაზარალებულები პასუხისმგებლობას ადმინისტრაციას აკისრებენ. ადმინისტრაციის მხარის უფლებადამცველი კი დღეს აცხადებდა, რომ თავად მაღაზიების მეპატრონეებს უნდა დაეზღვიათ თავიანთი ობიექტები.
შეგახსენებთ, რომ ისანში ხანძარი გამთენიისას გაჩნდა და მის ჩაქრობაში 20-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა.