18 ნოემბერი 2024,   15:26
ვრცლად
მკვლელობა თბილისის ცენტრში - მიხეილ იაშვილი და მისი ოჯახი სამართალდამცველებს ზეწოლასა და მუქარაში ადანაშაულებენ

მიხეილ იაშვილი ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან კავშირს უარყოფს, ბრალს არ აღიარებს და შიმშილობას აგრძელებს. მოსამართლემ ის 49 წლის კახა ძნელაძის განზრახ მკვლელობის ბრალდებით წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

საქმის მასალების მიხედვით, იაშვილმა მისივე მეზობელი კახა ძნელაძე ჭონქაძის ქუჩაზე ჩაცხრილა.

მიხეილ იაშვილის საქმის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. სასმართლოში დღეს მოკლულის ცოლი, შვილებთან ერთად, მივიდა.

გამოძიების ინფორმაციით, ვანდა იმნაძე ქმრის მკვლელობას შეესწრო. მიხეილ იაშვილის დაკავების ერთ-ერთი საფუძველი კი მისი ჩვენება გახდა. სად იმყოფებოდა კონკრეტულად მკვლელობის დროს იმნაძე, ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხობს.

მოკლულის ცოლს მიხეილ იაშვილის ადვოკატი სიცრუეში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ვანდა იმნაძემ გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცა, რადგან, ადვოკატის ცნობით, გარდაცვლილის ცოლი შემთხვევის ადგილზე მხოლოდ მკვლელობიდან 1 საათში, მას შემდეგ მივიდა, როდესაც ცხედარი უკვე საავადმყოფოში იყო გადასვენებული.

კახა ძნელაძის მკვლელობის მოტივად სახელმწიფო ბრალდებამ დღეს შურისძიება დაასახელა.

ერთ-ერთი ვერსიით, ძნელაძის მკვლელობის მოტივი მასსა და იაშვილს შორის ტაქსის მძღოლებთან ბრალდებულის დაპირისპირება გახდა.

იაშვილმა სამართალდამცველები მასზე და ოჯახის წევრებზე გნხორციელებულ ზეწოლაში დაადანაშაულა. მისი თქმით, პოლიცია დაკავების დროს ფიზიკურად გაუსწორდა. პოლიცია ზეწოლაში დღეს ბრალდებულის ოჯახმაც დაადანაშაულა. 

საქმის არსებითი განხილვა 5 ოქტომბერს გაგრძელდება.

დღის ამბები