18 ნოემბერი 2024,   15:27
ვრცლად
შიმშილობის მეექვსე დღე - რკინიგზელთა პროტესტის უკიდურეს ზომას კიდევ ერთი ადამიანი შეუერთდა

რკინიგზელები პროტესტის ნიშნად უკვე მე-6 დღეა, შიმშილობენ. დღეს პროტესტის უკიდურეს ზომას კიდევ ერთი ადამიანი შეუერთდა.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ხელმძღვანელი, ვიტალი გიორგაძე აცხადებს, რომ 21 აგვისტოდან რკინიგზის დეპარტამენტის შენობასთან ფართომასშტაბიანი შიმშილობის აქცია დაიწყება.

ვიტალი გიორგაძის თქმით, რკინიგზის თანამშრომლები მზად არიან შეუერთდნენ ამ დროისთვის მოშიმშილე 8 ადამიანს, თუ მოშიმშილეების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

რკინიგზელთა მთავარი მოთხოვნები გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენას და პასუხისმგებელი პირების თანამდებობებიდან გათავისუფლება წარმოადგენს. 

დღის ამბები