18 ნოემბერი 2024,   15:53
ვრცლად
ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი პროკურატურას მუქარაში ადანაშაულებს

პროკურატურას მუქარაში ადანაშაულებს კახა ძნელაძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი. მიხეილ იაშვილის ინტერესების დამცველის განცხადებით, საგამოძიებო უწყების მხრიდან მის მიმართ ზეწოლა განხორციელდა. პროკურატურას გამოძიების დაწყებას სთხოვს მოკლულის ცოლის მიერ, მის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზეც. რაც შეეხება უშუალოდ ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს, დაცვის მხარე წინასწარი პატიმრობის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში განჩინების ჩაბარებისთანავე გეგმავს.

„პროცესის მიმდინარეობისას გარდაცვლილის მეუღლე მოულოდნელად დამესხა თავს, შემდეგი შინაარსის სიტყვებით: მაინცდამაინც შენ რატომ იცავ ბრალდებულს. რაც ატარებს სისიხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლით გათვალისწინებული კონკრეტული დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც ვითხოვ პროკურატურის მხრიდან ხსენებული დანაშაულის ნიშნებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას. გარდა აღნიშნულისა, პროკურატურა ჩემს მიმართ ახორციელებს ირიბ მუქარას,“ - აცხადებს დავით ცინცქალაძე.

დღის ამბები