გერმანიაში მენინგემში მყოფი ქართველი მგზავრები დახმარებას ითხოვენ. სოციალურ ქსელში ისინი ვიდეოს ავრცელებენ და აცხადებენ, რომ ავიაკომპანია „wizz air“- მა 200-მდე მგზავრი უპატრონოდ მიატოვა.
მგზავრებმა გასაშლელი საწოლები დადგეს და ცდილობენ აეროპორტის შენობა არ დატოვონ. ხალხი საკონსულოს წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვს.
მემინგენი - ქუთაისის ავიარეისი, რომელიც წუხელ უნდა შესრულებულიყო, გაუქმდა. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში აცხადებენ, რომ რეისის გაუქმების მიზეზი უამინდობა გახდა. თუმცა მგზავრების თქმით, რეისის გაუქმების შესახებ მათ არანირი განმარტება არ მისცეს.