18 ნოემბერი 2024,   15:33
ვრცლად
ბორჯომის რაიონის სოფელ დაბასთან გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად შვეულმფრენმა მუშაობა დაიწყო

წაღვერში, სოფელ დაბაში ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართვისთვის ვერტმფრენი ამ წუთებში მუშაობას იწყებს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში „რუსთავი 2“-ს განუცხადეს, ამ დროისთვის შვეულმფრენი, ათეულობით სხვა სახანძრო სამაშველო ჯგუფებთან ერთად, ხანძრის ლოკალიზებაზე მუშაობას იწყებს.

უწყებაში განმარტავენ, რომ მოხდა ტერიტორიის დათვალიერება და იმ ადგილებზე მუშაობა დაიწყება, სადაც შედარებით ძლიერი ცეცხლია.

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას აცხადებს, რომ ხანძრის გავრცელების მასშტაბი დაახლოებით300-400 კვადრატული მეტრია. მისივე თქმით, ტერიტორია რთულად მისადგომია.

დღის ამბები