18 ნოემბერი 2024,   15:54
ვრცლად
შიმშილობა პროტესტის ნიშნად - რკინიგზელები ხვალიდან გაფიცულების რიცხვის ზრდას აანონსებენ

საქართველოს რკინიგზის მთავრ ოფისთან რკინიგზელები უკვე მეექვსე დღეა შიმშილობენ. საპროტესტო აქციის მონაწილეების თქმით, ხვალიდან მათი რაოდენობა გაიზრდება და გაფიცულებს რეგიონებიდანაც შეუერთდებიან.

გაფიცულების მთავრი მოთხოვნა თითქმის რკინიგზის დეპარტამენტის ორი მაღალჩინოსნის გადადგომა და დასაქმებულების სამუშაო უფლებების დაცვაა. საპროტესტო აქციის მონაწილეების თქმით, რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დაჩი ცაგურია უკვე წლებია საკუთარ უფლებამოსილებას ამეტებს.

აქციის მონაწილეების თქმით, სამტრედიაში რკინიგზას კი რეალურად, ცაგურიას მამა, ადგილობრივი გამგებლის წარმომადგენელი, თენგიზ ცაგურია აკონტროლებს.

არასერიოზულს უწოდებს დაჩი ცაგურია მის წინააღდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს. ის განმარტავს, რომ პროტესტის ორგანიზატორი პროფკავშირების თავმჯდომარეა, რკინიგზელები კი მხოლოდ შემსრულებლები.  

საპროტესტო აქცია გურჯაანის რკინიგზის ორი თანამშრომლის მარნეულში სამუშაოდ გადაყვანას მოჰყვა. ხალხმრავალ აქციას გაფიცულები ხვალისთვის აანონსებენ.

 

დღის ამბები