18 ნოემბერი 2024,   16:24
ვრცლად
რკინიგზელები დღეიდან ფართომასშტაბიან აქციას იწყებენ

რკინიგზელები დღეიდან ფართომასშტაბიან აქციას იწყებენ.

მოშიმშილეების თქმით, თუ რკინიგზის დეპარტამენტი მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, აქციის 11 მონაწილეს რკინიგზის თანამშრომლები სხვადასხვა ქალაქიდან შეუერთდებიან.

მოთხოვნები უცვლელია - კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურების უფროსების გადადგომა და საკუთარი შრომითი უფლებების აღდგენა.

აქციის დაწყებას რკინიგზელები დღეს საღამოს 18:00 საათზე გეგმავენ.

„დღეს უკვე 11 ადამიანი შიმშილობს. ეს აქცია გაიზრდება დღითიდღე. მოთხოვნები იგივეა, სამსახურში დაუყოვნებლივ იქნენ დაბრუნებულნი ეს ადამიანები. ამ დესტრუქციისა და პროვოკაციის გამო, გათავისუფლებულ იქნას სამსახურიდან ინფრასტრუქტურის დირექტორი ვასილ ყორავა და ერთ-ერთი მისი ორგანიზატორი, საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ბატონი დაჩი ცაგურია,“-განაცხადა რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების პრეზიდენტმა ვიტალი გიორგაძემ.

დღის ამბები