18 ნოემბერი 2024,   16:26
ვრცლად
წაღვერის ტყეში გაჩენილი ხანძარი პრაქტიკურად ლოკალიზებულია

წაღვერის ტყეში გაჩენილი ხანძარი პრაქტიკურად ლოკალიზებულია. დარჩენილია ცეცხლის რამდენიმე მცირე კერა, რომლსაც ვერტმფრენიდან აქრობენ. ამ დრომდე ადგილზე 200-მდე მაშველი-მეხანძრე მუშაობს.

იმ ადგილებში, სადაც მეხანძრე მაშველები ფეხით მისვლას ვერ ახერხებენ, ცეცხლის კერების ჩაქრობას ვერტმფრენი ცდილობს. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ცეცხლის მცირე კერების ლიკვიდირება.

წინასწარი ინფორმაციით, გუშინ გაჩენილი ხანძრის შედეგად დამწვარია 5 ჰექტრამდე ტერიტორია.

სამაშველო სამსახურმა ხანძრის კერასთან მიახლოება მას შემდეგ შეძლო, რაც მთელი ღამის მუშაობის შედეგად მაშველებმა სოფელ ყვიბისიდან არსებული ბილიკი გააფართოეს და ცეცხლთან მიახლოება შეძლეს.

ცეცხლის კერების ჩაქრობა  დილის 06:00 საათიდან განახლდა.

ადგილზე იმყოფებიან მოხალისე ჯგუფები, რომლებიც სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს ცეცხლის მცირე კერების ქრობაში ეხმარებიან.

ამ დროისთვის ცეცხლის გავრცელების საფრთხე უკვე აღარ არსებობს.

დღის ამბები