18 ნოემბერი 2024,   16:33
ვრცლად
"გადადგეს დაჩი ცაგურია და აკაკი ხორავა" - რკინიგზელების უკიდურესი პროტესტი გრძელდება

რკინიგზელები პროტესტი გრძელდება, დღეს უკვე აქციის 11 მონაწილე შიმშილობს. მოშიმშილეების თქმით, თუ რკინიგზის დეპარტამენტი მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, აქციას რკინიგზის თანამშრომლები სხვადასხვა ქალაქებიდანაც შეუერთდებიან.

მოშიმშილე რკინიგზელების მოთხოვნები უცვლელია, ისინი  კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურების უფროსების გადადგომა და საკუთარი შრომითი უფლებების აღდგენა.

„მთავარი მოთხოვნაა დაგვაბრუნონ აღმოსავლეთ სალიანდაგოში დაკავებულ თანამდებობაზე და გადადგეს დაჩი ცაგურია და აკაკი ხორავა, თავიანთი ცინიზმის გამო და იმ ადამიანის აბუჩად აგდების გამო,“-განაცხადა”საქართველოს რკინიგზის” თანამშრომელმა უჩა ღვთისიაშვილმა.

საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის გამგეობის წევრი დავით ვაშაკიძე ამბობს, რომ რკინიგზის ხელმძღვანელობა არასწორ პოლიტიკას ატარებს. მისივე თქმით, რკინიგზის თანამშრომლების როტაცია სრულიად გაუაზრებლად ხდება.  

„არ უნდათ ამათ აღიარონ რომ რკინიგზას აქცევენ და ამბობენ, რომ რეორგანიზაციაა. შეგიძლიათ გადაამოწმოთ, როგორ შეიძლება მარნეულიდან რამდენიმე ადამიანი გადმოუშვეს თბილისში და თბილისიდან მარნეულში გაუშვეს ხალხი და დაარქვეს რეორგანიზაცია. მე თვითონ მაგის მსხვერპლი ვარ და დღემდე მაქვს სასამართლოში საქმე,“-აცხადებს საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის გამგეობის წევრი დავით ვაშაკიძე.

დღის ამბები