ხანძარი ხაშურში - ცეცხლი კავშირგაბმულობის ყოფილ შენობას უკიდია. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში "რუსთავი2"-ს განუცხადეს, ცეცხლი შენობის მეორე სართულზე გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია 4 სამაშველო ჯგუფი.
ცეცხლის ლოკალიზებას 20 მეხანძრე-მაშველი ცდილობს.
შენობა დახურულია და შემთხვევის დროს ადგილზე არავინ იმყოფებოდა. უწყებაში განმარტავენ, რომ არ არსებობს ცეცხლის გავრცელების საფრთხე.