„ცენტრ პოინტის“ ქონება შესაძლოა „m2“-მა შეიძინოს. „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლებსა და სხვადასხვა მსხვილ სამშენებლო კომპანიებს შორის მოლაპარაკება უკვე დაწყებულია. მოლაპარაკებები "m2"-თანაც მიმდინარეობს.
იმ შემთხვევაში თუ გარიგება შედგა, დაკმაყოფილდება „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლების ორი მთავარი მოთხოვნა, დაზარალებულების სრულად დაკმაყოფილება და მაია და რუსუდან რჩეულიშვილების ციხიდან გათავისუფლება.
ქართული და უკრაინული კომპანიების მიერ, რომლებიც პოტენციური ინვესტორები არიან, ამ ეტაპზე შესაბამისი დოკუმენტაციისა და დაზარალებულებთან გაფორმებული კონტრაქტების შესწავლა მიმდინარეობს.
„ცენტრ პოინტს,“ დაახლოებით 4 ათას კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორიაზე აქვს აღებული ვალდებულება, სადაც მშენებლობების უნდა დასრულდეს.
საბოლოო გადაწყვეტილება თვის ბოლოს გახდება ცნობილი. მოლაპარაკებებში ჩართულია სახელმწიფო უწყებებიც. პროცესს მონიტორინგს საქართველოს მთავარი პროკურატურა უწევს.