გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე, წყლის მილი დაზიანდა. ადგილობრივების განცხადებით, სამ საათზე მეტია, რაც წყალი ქუჩაში მიედინება.
მათი თქმით, წყლის ნაკადი არ კლებულობს და ამ დრომდე დასახმარებლად არავინ მოსულა. ხიზანიშვილის ქუჩის მცხოვრებლების თქმით, ტრანსპორტს მოძრაობა უჭირს.
ადგილობრივები შიშობენ, რომ წყალი სარდაფებში ჩავა.
როგორც რუსთავი 2-ს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში განუცხადეს, ტექნიკური სამსახური უკვე საქმის კურსშია. კომპანიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საჭიროა, ასფალტის გაჭრა, რის შემდეგაც დაიწყებენ დაზიანებული მილის შეკეთებას.