18 ნოემბერი 2024,   16:33
ვრცლად
წინანდალში ჭავჭავაძეების განახლებული სახლ-მუზეუმი კლასიკური მუსიკის კონცერტით გაიხსნება

წინანდალში ჭავჭავაძეების განახლებული სახლ-მუზეუმი კლასიკური მუსიკის კონცერტით გაიხსნება. სპეციალურად ამ საღამოსთვის ისრაელის ფილარმონიული ორკესტრი ესტუმრება, რომელსაც მსოფლიოში აღიარებული მაესტრო ზუბინ მეტასი უდირიჟორებს.

ინდოელი დირიჟორი 1 200 ადამიანზე გათვლილ დარბაზში, ხატია ბუნიათიშვილთან ერთად, წარსდგება. სწორედ ქართველი პიანისტის დამსახურებაა, რომ ამ კონცერტისთვის საქართველოს 130 მუსიკოსით დაკომპლექტებული ისრაელის ფილარმონიული ორკესტრი ეწვევა.

წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის განახლებულ სახლ-მუზეუმში, პირველი კლასიკური მუსიკის კონცერტი 14 სექტემბერს გაიმართება.

წინანდლის ფესტივალი 2019 წელს დაიწყება და 17 დღის განმავლობაში კლასიკური მუსიკის 60-მდე კონცერტი გაიმართება. 

დღის ამბები