"მძიმე ტექნიკა აბსოლუტურად მობილიზებულია და ვფიქრობთ, რომ მოსახლეობისთვის საფრთხე არ არსებობს და ცეცხლს გავუმკლავდებით,“ - ეს განცხადება პრემიერმინისტრმა საგანგებო თათბირის დასრულების შემდეგ გააკეთა.
გიორგი კვირიკაშვილი წაღვერში სტიქიის ადგილზე იმყოფება.
„იმ ფრონტებზე, სადაც მოსახლეობასთან შედარებით ახლოს არის ცეცხლი, ტექნიკა განლაგდება იმისათვის, რომ ეს ფრონტები დაიცვას. დილით, უთენია, თურქეთიდან ორი ვერტმფრენი დაგვემატება, აზერბაიჯანიდან - ერთი. ამას გარდა, მძიმე ტექნიკა აბსოლუტურად მობილიზებულია და ვფიქრობთ, მოსახლეობისთვის საფრთხე არ არსებობს და ცეცხლს გავუმკლავდებით,“ - განაცხადა კვრიკაშვიულმა.
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა, მინდია ჯანელიძემ, რომელიც ასევე წაღვერში, სტიქიის ადგილზე, იმყოფება, განაცხადა, რომ ცეცხლის ლოკალიზებისთვის ყველაფერი გაკეთდება.
მისი თქმით, დეტალურად ამის შესახებ, საგანგებო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრებს.