ბორჯომში ქარის სიჩქარე დღის მეორე ნახევრიდან სავარაუდოდ შესუსტდება. სინოპტიკოსების თქმით, ქარის სიჩქარე უნდა შესუსტდეს, თუმცა ზუსტ მონაცემებს სპეციალისტები ვერ ასახელებენ, რადგან შესაბამისი სადგური ბორჯომში არ არსებობს.
სინოპტიკოსები რეგიონში ნალექს არ ელოდებიან. ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძარი გუშინ პრაქტიკურად ლოკალიზებული იყო, თუმცა ქარის გამო, სოფელ დაბის მხარეს ხანძრის კერები ხელახლა წარმოიშვა.
„გუშინ ღამით ძლიერი ქარი არ იყო, მაგრამ მაინც ბორჯომისთვის ხანძრის შემთხვევაში ძლიერად ჩაითვლება, რადგან ის გაღვივებას იწვევდა ხანძრის. დღეს ქარის სიჩქარე ბორჯომში თანდათანობით იკლებს და დღის მეორე ნახევარში უნდა შესუსტდეს დაახლოებით 5 მ.წ. -მდე. სამწუხაროდ ნალექს არ ველოდებით,“-განაცხადა თამარ გულედანმა.