18 ნოემბერი 2024,   16:26
ვრცლად
ვითარდება არ არის მარტივი - მინდია ჯანელიძე ბორჯომში გაჩენილ ხანძარზე საუბრობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ხანძრის შედეგად ბოლო ინფორმაციით, დამწვარია რამდენიმე ათეული ჰექტარი ფართობი. ამის შესახებ ინფორმაციას ხანძრის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბი ავრცელებს.

კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის მინდია ჯანელიძის განცხადებით,  ხანძრის კერების ლოკალიზებისა და შემდგომი ლიკვიდაციის მიზნით, მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება.   

მინდია ჯანელიძის თქმით,  მნიშვნელოვანია, რომ სამაშველო სამსახური, ასევე ავიაცია მიუახლოვდეს იმ ტერიტორიას, სადაც არსი ხანძრის ძირითადი კერა.

კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი ჯერჯერობით ვერ აკეთებს პროგნოზს შესაძლებელია თუ არა დღეს ხანძრის ლიკვიდირება.

„ხანძრის ლოკალიზებაში ჩართულია სხვადასხვა უწყების 500-ზე მეტი წარმომადგენელი, მათ შორის 300 მეხანძრე მაშველი. ხანძრის ლოკალიზებაში ჩართულია სამი ერთეული საფრენი საშუალება, მათ შორის ორი საქართველოს კუთვნილი, ერთ აზერბაიჯანული.

„ჩვენ გუშინ ღამის განმავლობაში ვაწარმოეთ მოლაპარაკება თურქულ მხარესთან და ორი ვერტმფრენი რამდენიმე საათში შემოგვიერთდება. ვითარდება არ არის მარტივი. მიუხედავად იმისა, რომ გათენებისთანავე დაიწყო ლოკალიზაციისთვის აქტიური მუშაობა, გარკვეული კარების ლოკალიზება მოხერხდა, მაგრამ მთლიანად ხანძრის ჯერჯერობით ვერ ხერხდება. დღეს ხანძრის ჩაქრობას უზრუნველყოფს თუ არა ეს ტექნიკა ამაზე გამიჭირდება პასუხის გაცემა, მიტომ, რომ ეს მხოლოდ ტექნიკაზე არ არის დამოკიდებული, დამოკიდებულია ამინდზე, დამოკიდებულია რელიეფზე,“-განაცხადა მინდია ჯანელიძემ.

ბორჯომის ხეობაში არსებული ვითარების ამსახველი კადრების სანახავად გადადით ბმულზე.

ამავე თემაზე
დღის ამბები