18 ნოემბერი 2024,   16:31
ვრცლად
ცეცხლის სამი ძირითადი კერა ბორჯომის ხეობაში - ბოლო მონაცემები

ბორჯომის ხეობაში ამ დროისათვის ცეცხლის სამი ძირითადი კერაა, რომლის გავრცელებასაც ძლიერი ქარი უწყობს ხელს. მაშ ასე, ბოლო მონაცემები ასეთია:

ხანძარს ბორჯომის ტყეში ებრძვის 300-მეტი მეხანძრე მაშველი.

საგანგებო სიტუაციების ჯგუფები რეგიონში საქართველოს რეგიონებიდან გადაისროლეს.

ადგილზე მობილიზებულია ტყის 100 მცველი, ისინი მეხანძრეებთან ერთად ებრძვიან სტიქიას.

ცეცხლს აქრობენ ავიაციის დახმარებით, ამ წუთებში მუშაობს სამი ვერტმფრენი, ორი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის, ერთი აზერბაიჯანს.

მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა მძიმე ტექნიკა და ღამით გაიჭრა 3 კილომეტრი გზა არჯევანის ტყიდან თროთის მონაკვეთამდე.

ბოლო მონაცემები დამწვარია ათეულობით ჰექტარი ტყის მასივი, თუმცა ზუსტ მონაცემებს ვერც ერთი სახელმწიფო უწყება ვერ ასახელებს.

ბორჯომის ხეობაში არსებული ვითარების ამსახველი კადრების სანახავად გადადით ბმულზე

ამავე თემაზე
დღის ამბები